თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ისრაელში 40 წლამდე ქართველი მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ქალაქ ხოლონში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მკვლელობის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს ძიება.