20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე: სასამართლომ ექთანს განაჩენი გამოუტანა

ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის COVID-19-ით გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) მთავარ ექთანს, რომელიც 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებაში იყო ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა.
ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის COVID-19-ით გადაიყვანეს. გარდაცვლილის მამამ სამედიცინო პერსონალი დაუდევრობასა და გულგრილობაში დაადანაშაულა და დაუშვა, რომ მისი შვილი ექიმების დაგვიანებული რეაგირებისა და არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალა. ოჯახმა დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა.
პროკურატურამ კლინიკის მთავარ ექთანს ბრალი სამედიცინო ისტორიის გაყალბებაში ბრალი გასული წლის იანვარში წარუდგინა. საუბარი ეხებოდა მედიკამენტების დანიშნულების დაკარგვას 17 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში.
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება კოვიდის შედეგად: ექიმს გირაო შეეფარდა >>
ამავე საქმეზე ბრალდებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების ყოფილი უფროსიც, რომლის სასამართლო პროცესი 26 თებერვალსაა ჩანიშნული.
ფეხბურთელის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩარკვიანი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 2021 წლის 11 აგვისტოს გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.