თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. გადაუდებელი სამუშაოების გამო დაახლოებით 6,5 ათას აბონენტს 14 საათით გაზის მიწოდება შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპნაია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, გლდანის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება 19 თებერვალს 20:00 საათიდან 20 თებერვლის 10:00 საათამდე.
გაზი არ მიეწოდება არა მხოლოდ საცხოვრებელ შენობებს, არამედ ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.