ჩინეთისა და ევროპის უფრო მჭიდრო ურთიერთობები მთელ მსოფლიოს არგებს – ჩინეთის საგარეო უწყება

მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა და ევროპამ თავი შორს დაიჭირონ გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ყურადღების გამფანტავი ფაქტორებისგან, აღნიშნა ვან იმ.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. უფრო სტაბილური და მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთსა და ევროპას შორის სარგებელს მოუტანს მთელ მსოფლიოს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
მინისტრის თქმით, ჩინეთმა და ევროპამ უნდა გააცნობიერონ მათ მხრებზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.
„უფრო სტაბილური და უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთსა და ევროპას შორის არა მხოლოდ მომგებიანია ორივე მხრისთვის, არამედ სარგებელს მოუტანს მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ვან იმ.
მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა და ევოპამ თავი შორს დაიჭირონ გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ფაქტორებისგან, რომლებიც ყურადღებას ფანტავს, ხედავდნენ ერთმანეთში პარტნიორებს და არა მეტოქეებს, გააერთიანონ ძალისხმევა, რათა დადებითი ენერგია შეიტანონ არასტაბილურ სამყაროში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16–18 თებერვალს მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს დაახლოებით 50 სახელმწიფოს ლიდერი და ასევე დაახლოებით 100 მინისტრი.