თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისი ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების 2024 წლის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში ორ კატეგორიაში მოხვდა კომპანია fDI Intelligence-ის ვერსიით, რომელიც Financial Times-ის ჯგუფში შედის.
fDi Intelligence წარმოადგენს მსოფლიოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული მომსახურების ყველაზე სრულ სპექტრს. fDi Intelligence განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სიახლეებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ და კორპორატიული საინვესტიციო კლიმატის ღრმა ანალიზს მრავალ სექტორში.
თბილისი „ხარჯთეფექტიანობის" კატეგორიაში ევროპის წამყვან ქალაქებს შორის მეექვსე ადგილზე დასახელდა. ამ კატეგორიაში მოხვდნენ ანკარა, სოფია, ბუქარესტი, კიევი, სტამბული, ვარშავა, ბუდაპეშტი, პრაღა, ზაგრები.
ხოლო „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის" ნომინაციაში თბილისმა მეცხრე ადგილზე დასახელდა. ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვდნენ ბარსელონა, ლონდონი, ბერლინი, დუბლინი, მადრიდი და სხვა ქალაქები.
რეიტინგის შედგენისას ავტორებმა ევროპის მასშტაბით 509 ადგილი შეისწავლეს. ისინი ქალაქებს ექვსი კატეგორიით აფასებდნენ: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების სტილი, ხარჯთეფექტიანობა, კომუნიკაციები, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოზიდვის სტრატეგია.