რამდენად არის საქართველოს ეკონომიკა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე დამოკიდებული?

საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა და 2,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2023 წელს 11,2% შეადგინა.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,3%-ით გაიზარდა და 657 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 5%-ით შემცირდა და 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

657,0

2,3

იმპორტი

1 744,5

-5,0

სულ

2 401,5

-3,1

2023 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი, 2022 წელთან შედარებით, 11,2%-ით შემცირდა, ხორბლის იმპორტი - 8,9%-ით.
ბუნებრივი და მასთან დაკავშირებული გაზების იმპორტი რუსეთიდან 16,7%-ით გაიზარდა და 131,2 მლნ დოლარი შეადგინა - რუსული გაზის წილმა მთლიან იმპორტში 29,5% შეადგინა.
2023 წელს ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა – 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წელი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

552,1

-11,2

გაზი

131,2

16,7

ნახშირბადოვანი ფოლადი

57,9

60,3

ხორბალი

56,2

-8,9

ბოთლი და მინის ტარა

48,6

11,1

რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2023 წელს გამომუშავებამ გადააჭარბა მოხმარებას, ამიტომაც საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია თითქმის არ მოუხმარია და ექსპორტზე რეკორდული 1,5 მლრდ კვტ/სთ გაიტანა. მიუხედავად ამისა, რუსეთიდან 786,55 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა - ელექტროენერგიის მთელი იმპორტის 99,6%.
ყველაზე მეტად რუსულ ბაზარზე დამოკიდებულია ქართული ღვინის ექსპორტი - მთლიანი ექსპორტის 65%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2005 წლის შემდეგ.
2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 4,6%-ით გაიზარდა და 168,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წელი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

168,3

4,6

სპირტიანი სასმელები

67,4

42,1

მსუბუქი ავტომობილები

67,1

-11,3

მინერალური წყალი

61,8

21,3

გაზიანი სასმელები

60,7

53,8

2023 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერობს რუსეთი, საიდანაც შემოვიდა დაახლოებით 1.523,4 მლნ დოლარი - საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული გადარიცხვების სისტემების გამოყენებით ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 36,9%.
საქართველოში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები, 2023 წელს ქვეყანას რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე ეწვია, რაც 30,5%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
2023 წელს ყველაზე მეტი თანხა რუსმა ტურისტებმა დახარჯეს - 938,4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 4,7%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.