თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 40,8%-ით დაეცა და 263,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში - 2024 წლის იანვარი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 67,6 | -74,7 |
იტალია | 44,2 | 2,2 |
აშშ | 38,0 | 32,9 |
საბერძნეთი | 18,5 | 2,2 |
გერმანია | 16,2 | 13,5 |
საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 67,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 25,7%-ია. 2024 წლის იანვარში რუსეთიდან 74,7%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა, ვიდრე 2023 წლის იანვარში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 25,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 1,5%-ით ნაკლებია.