უკვე მეორედ: ქართველმა მოდელმა ჟურნალ Vogue-ს გარეკანი დაამშვენა

სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო.
Sputnik
თბილისი 13 თებერვალი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Vogue-ნიდერლანდის გარეკანზე კვლავ გამოჩნდა, ამჯერად გამოცემის მარტის ნომერი ქართველმა გოგონამ გაალამაზა.
ჟურნალის რედაქციამ მარტის ნომრისთვის ოთხი მოდელი შეარჩია, რომლებიც წარმოადგენდნენ ოთხ დიდ ქალაქს - მილანს, ლონდონს, პარიზსა და ნიუ-იორკს.
მატილდა ჟურნალის გარეკანზე საკულტო ამერიკული ბრენდ Calvin Klein-ის სამოსშია გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ გვარლიანმა უკვე ითანამშრომლა Calvin Klein-თან და მონაწილეობა მიიღო ბრენდის რეკლამაში.
ქართველი მოდელი Vogue–ნიდერლანდის გარეკანზე 2022 წელს გამოჩნდა და გახდა პირველი მოდელი საქართველოდან, რომელმაც ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკანი დაამშვენა.
ქართველი მოდელი Lacoste-ს რეკლამაში ლეგენდარულ ჩოგბურთელთან ერთად გადაიღეს>>>
მატილდა გვარლიანი 20 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.