დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 თებერვალი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 12 თებერვალია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დილით სიზარმაცე მოგვეძალება, გაგვიჭირდება არათუ სერიოზული საქმეების გაკეთება, არამედ ამაზე ფიქრიც კი. შუადღისას, საბედნიეროდ, ენერგია დაგვიბრუნდება და შეგვიძლია საინტერესო და რთულ ამოცანებთან შეჭიდება.
საღამო აქტიური გველოდება – შეხვედრები, საუბრები, საინტერესო სიტუაციები.
ვერძი: რაღაც სტაბილურობა გჭირდებათ, მაგრამ მოცდა მოგიწევთ, ჯერ ადრეა. ბუზს სპილოდ ნუ აქცევთ, გაითვალისწინეთ სხვების ემოციები. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ ღირს ზედმეტი ურთიერთობები, ამან, შესაძლოა, ნეგატიურად დაგმუხტოთ. ჯობია, საყვარელი საქმეებით დაკავდეთ – ეს განწყობას აგიმაღლებთ.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის
კურო: ირგვლივ ყველაფრის გაკონტროლება მოგიწევთ, ამაზე იქნება დამოკიდებული კარიერაცა და პირადი ცხოვრებაც. ზოგიერთი წვრილმანი, რასაც ყურადღებას არ აქცევდით, შეიძლება ნამდვილ პრობლემად იქცეს. უარყოფით ემოციებს ნუ აჰყვებით. ეცადეთ, გაღიზიანება სასიამოვნო და მხიარული საუბრებით მოიხსნათ.
ტყუპი: არასტანდარტულმა სიტუაციებმა, შესაძლოა, ფეხქვეშ ნიადაგი გამოგაცალოთ. ეცადეთ, მოერგოთ გარემოებებს, მოძებნოთ კომპრომისები და ყველაფერს სხვა კუთხით შეხედოთ. თუ დამატებითი ამოცანები გამოგიჩნდათ, კარგი იქნება მათი დილითვე მოგვარება. ამას ხელმძღვანელობა დაინახავს და დააფასებს.
კირჩხიბი: არ ღირს დათანხმება თავსმოხვეულ ამოცანებზე – ამისთვის ძალა არ გექნებათ. გააკეთეთ ის, რაც უკვე დღის წესრიგში გაქვთ შეტანილი. ოჯახში თუ განხეთქილება წარმოიშვა მოსაზრებებში, ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ უსიამოვნო თემებზე და ვითარება იუმორით განმუხტოთ. უარი არ თქვათ თქვენს დებულებებზე – მომავალში ინანებთ.
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ლომი: დაეხმარეთ ადამიანებს, ვინც მხარდაჭერისთვის მოგმართავთ, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარი საქმეები არ დაივიწყოთ. არ ღირს სიახლეების ჭარბად მოსმენა და ჩხუბში ჩაბმა – ეს მხოლოდ თქვენს შესანიშნავ განწყობას გააფუჭებს. საღამოს სახლი მოაწესრიგეთ, თქვენი ბუდე უფრო მყუდრო გახადეთ.
ქალწული: დაიცავით თქვენი მოსაზრება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს მაქსიმალურად უემოციოდ უნდა გააკეთოთ, სხვა შემთხვევაში კონფლიქტი არ აგცდებათ. შეინარჩუნეთ კონტაქტები – ეს ურთიერთობები მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. ახლობლებს თქვენს გეგმებზე დაელაპარაკეთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ისინი მხარს არ დაგიჭერენ.
სასწორი: კაშკაშა დადებითი ემოციების „ტყვეობაში“ აღმოჩნდებით და ეს ძალიან კარგია – კარიერა წინ მიიწევს და ურთიერთობები უფრო მტკიცე ხდება. არავისი შეგშურდეთ, თუ თავდაუზოგადავ იმუშავებთ, თქვენც მიაღწევთ მიზნებს. თვალი ადევნეთ თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებს – ბევრი მოგისმენთ და თქვენგან მაგალითს აიღებს.
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
მორიელი: ძალიან გაგიმართლებთ. წვრილმანებზე ნუ დაიხარჯებით, დიდი ამოცანა დაისახეთ. მაგალითად, დაფიქრდით სამუშაოს შეცვლაზე – შესანიშნავ ადგილს იპოვით. მაგრამ გადაწყვეტილება ნაჩქარევად და დაუფიქრებლად არ მიიღოთ. რეკომენდებულია ფლირტი – ეს თვითშეფასებას აგიმაღლებთ.
მშვილდოსანი: გაგიმართლებთ, როგორც არასდროს. და ეს შესანიშნავი მიზეზია, რომ რთულ საქმეებს შეეჭიდოთ – ყველაფერი გამოგივათ. ეძებეთ ალტერნატიული გზები და საჭირო ვარიანტს ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი აუცილებლად იპოვით. საღამოს მოდუნდით და დაისვენეთ – დაძაბული დღის შემდეგ სიმშვიდე ნამდვილად გჭირდებათ.
თხის რქა: ოჯახის წევრებს თქვენი ყურადღება და დახმარება დასჭირდებათ, ამიტომ მეტად ახლოს იყავით მათთან. გამოცდილი ადამიანები დაგეხმარებიან, ამიტომ ასაკით უფროს და ბრძენ ადამიანებთან მეტი ურთიერთობები იქონიეთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყველა კარზე დააკაკუნოთ – თქვენთვის ყველა კარი გაიხსნება.
ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: ყურადღება სასიამოვნო მომენტებზე გაამახვილეთ, ეს სტიმულს მოგცემთ მომავალში ახალი და რთული საქმეების გაკეთებისთვის. არ ღირს გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება – ჯერ კარგად დაფიქრდით, რომ მერე სანანებელი არ გაგიხდეთ. საღამო ახლობლებთან და მეგობრებთან გაატარეთ – ეს სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
თევზები: დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ მეტი ფულის გამომუშავება. იქნება, დროა, სამსახური შეიცვალოთ და დამატებითი სამუშაო მოძებნოთ? სიყვარულის სფეროში ინიციატივა გამოიჩინეთ – ეს სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. კარგი დღეა შოპინგისთვის – გაგიმართლებთ და იყიდით იმას, რაც ძალიან მოგწონთ.