თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დოლიძის, პანკისის, ბალანჩივაძეების, მინდელის და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, საქანელას, სანაპიროს, ქუთათელაძის, მესხიას, თაბუკაშვილის, ლაღიძის და კვალის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, სოხუმის და ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, სამტრედიის და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლესელიძის, კოტე აფხაზის, დადიანის, აბესაძის, პუშკინის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.