თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წელს ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 202 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 190 მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 16 უცხოელს – რუსეთის 4 მოქალაქეს, ბანგლადეშის სამ მოქალაქეს, ირანის სამ მოქალაქეს, თურქეთის, ტანზანიის და სირიის მოქალაქეებს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე 3 პირს.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის 148 უცხოელმა მიიღო, მათ შორისაა უკრაინის 110, იემენის 7, ყაზახეთის 4, ერაყის ერთი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
2023 წელს სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 464 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის და თურქეთის მოქალაქეებზე მოდის.
მთლიანობაში 2023 წელს საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 1092-მა უცხოელმა.
ვის აძევებს საქართველო
2023 წელს საქართველომ ქვეყნიდან უცხოეთის 16 სახელმწიფოს 190 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე.