დღეს 2024 წლის 11 თებერვალია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ბევრი დააწყობს მასშტაბურ გეგმებს, მაგრამ განხორციელებას უმეტესობა ვერ შეძლებს. წარმატებას მიაღწევს ის, ვინც სწორად შეაფასებს თავის ძალებს და მცირედით დაიწყებს. ადამიანებმა, რომლებიც რთულ საქმეს მარტონი შეუდგებიან, შეიძლება მალევე დაკარგონ ინტერესი და საქმე მიატოვონ.
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა არ ღირს, მაგრამ კარგი დროა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომლებთანაც ბოლო დროს დაძაბულობა შეინიშნებოდა. დღის მეორე ნახევარში პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდება. საღამო ხელსაყრელი დროა როგორც მეგობრული, ისე რომანტიკული შეხვედრებისთვის.
ვერძი: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი სასარგებლო საქმიანობისთვის. თუნდაც სრულიად ახალ საქმეს შეუდგეთ, მალე მოახერხებთ გარკვევას, როგორ იმოქმედოთ და პირველ წარმატებებსაც მიაღწევთ. კარგი დღეა ნაცნობობისთვის – საერთო ენას ადვილად იპოვით. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც მალე მიიღებს სერიოზულ სახეს.
კურო: დილით სასიამოვნო სიურპრიზები გაგახარებთ, შესაძლებელია კარგი სიახლეები გაიგოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე. დღის მეორე ნახევარი, დიდი ალბათობით, სერიოზული საკითხების გადასაჭრელად არ გამოდგება. გაგიჭირდებათ სერიოზულ ტალღაზე აწყობა, რადგან დასვენების სურვილი მოგეძალებათ. წაგადგებათ აქტიური დასვენება – სეირნობა, გარემოს გამოცვლა.
ტყუპი: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო დღე გელოდებათ. დიდი ალბათობით, მოგიწევთ იმის გაკეთება, რაც თქვენს გეგმებში საერთოდ არ შედიოდა. ახალი საქმეები საინტერესო აღმოჩნდება და მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. თქვენი იდეები ბევრს დააინტერესებს და შეიძლება, ურთიერთობების ინიციატივაც წამოვიდეს ადამიანების მხრიდან. ინტუიცია გიკარნახებთ, ღირს თუ არა მათთან საქმის დაჭერა.
კირჩხიბი: დღის დასაწყისში წონასწორობის შენარჩუნება რთული იქნება. დაძაბული ემოციური ფონი გამო უმნიშვნელო რაღაცებზე ინერვიულებთ, ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ ძალებში, ფარული აზრის მოძებნას დაიწებთ გარშემომყოფების სრულიად უბრალო შენიშვნებშიც. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოვლენები და კარგი სიახლეები გელოდებათ. ფინანსურ საკითხებს წარმატებულად გადაწყვეტთ.
ლომი: შესანიშნავი დღეა რთული საქმეებისთვის. სწრაფად მიხვდებით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ მინიმალური ენერგიის დახარჯვით. ირგვლივ მყოფები სიამოვნებით დაგეხმარებიან. სირთულეებია მოსალოდნელი მცირე საყოფაცხოვრებო საკითხებში. ამას, შესაძლოა, მოულოდნელი ხარჯები (უმნიშვნელო) მოჰყვეს. ზოგიერთი თქვენგანისთვის ძალიან იღბლიანი იქნება საყიდლებზე წასვლა.
ქალწული: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოგიწევთ რამდენიმე რთული ამოცანის ამოხსნა, ძველი საქმეების დასრულება. ეცადეთ, საქმიანობას ადრიანად შეუდგეთ – ასე დროს დაზოგავთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობებისთვის. ადამინებისგან ბევრ საინტერესო რამეს მოისმენთ, მათ შორის, ღირებულ რჩევებს მიიღებთ. სასიამოვნო საღამო ელოდებათ მათ, ვინც პაემანზე მიდის.
სასწორი: ძალიან კარგი დღეა იმისთვის, რომ გააკეთოთ საქმეები, რომლებიც გარკვეულ სარგებელს მოიტანს. წარმატებულად გადაწყვეტთ ფინანსურ საკითხებს. ასევე მოსალოდნელია თანხის ან საჩუქრის მიღება. კარგად ჩაივლის მგზავრობა – მნიშვნელობა არა აქვს, ეს საქმიანი თუ პირადი მიზნით იქნება. სახლიდან მოშორებით შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.
მორიელი: მოვლენებით აღსავსე, მშფოთვარე და ამავდროულად, საინტერესო დღე გელოდებათ. შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებმა სხვადასხვა რამეზე განსხვავებული კუთხით შეგახედოთ და შეცვალოთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც აქამდე ერთადერთ სწორ ვარიანტად გეჩვენებოდათ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. უკეთესობისკენ ცვლილებები გელოდებათ ფინანსური თვალსაზრისით.
მშვილდოსანი: დილით, შესაძლოა, რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდეს, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს. მალე იგრძნობთ პოზიტიური ტენდენციების გავლენას. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომელთა სიმპათიის მოპოვება გინდათ – ამას დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. ზოგიერთ თქვენგანს პირად ცხოვრებაში ცვლილება – ერთი ნახვით შეყვარება ელოდება.
თხის რქა: დღე განსაკუთრებულად რთული ამოცანის გადაჭრით დაიწყეთ – ამას სწრაფად მოახერხებთ. ინტუიცია დაგეხმარებათ დამხმარე ადამიანების შერჩევაში. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ რამე ახალ და საინტერესო საქმეს შეუდგეთ. მიიღებთ არა მხოლოდ უამრავ სასიამოვნო ემოციას, არამედ ისწავლით რამე ახალს, რაც სულ მალე საქმეში გამოგადგებათ.
მერწყული: კარგი დღეა ნებისმიერი სერიოზული საკითხის განსახილველად. თქვენი მოსაზრებებით ისინიც დაინტერესდებიან, რომლებიც, ზოგადად, სხვების აზრებს არ ითვალისწინებენ. სწრაფად გაუმკლავდებით ყოფით პრობლემებს, რომლებიც მოულოდნელად შეიძლება გაჩნდეს. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილე გმართებთ, ფინანსებია – ფული ეკონომიურად დახარჯეთ.
თევზები: ძალზე სასიამოვნო დილა გელოდებათ. ბევრ თქვენგანს ელოდება საჩუქრები, სიურპრიზები. შესაძლოა, ძველ ნაცნობებს შეხვდეთ და ეს ძალიან გაგახარებთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას, საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას. დრო დაგრჩებათ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, მათზე ზრუნვისთვის.