თბილისში კლუბური ნარკოტიკების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

აქციის მიზეზი 19 წლის გოგონას გარდაცვალება გახდა, რომელიც, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად გულის გაჩერებამ გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სასულიერო პირებმა და მრევლმა პარასკევს გვიან საღამოს აქცია გამართეს თბილისში, საქართველოს ყველაზე რეიტინგულ კლუბ „ბასიანთან“ და კლუბური ნარკოტიკების გაყიდვა გააპროტესტეს.
აქციის მიზეზი 19 წლის გოგონას გარდაცვალება გახდა, რომელიც, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად გულის გაჩერებამ გამოიწვია.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არის ძალიან გამარტივებული. ამ ნარკოპოლიტიკას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა“, - განაცხადა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ და აღნიშნა, რომ აუცილებელია დაიწყოს საუბარი კლუბურ ნარკოტიკებზე.
მისი თქმით, ტელევიზიამ უნდა დაიწყოს ნარკოტიკების საშიშროებაზე საუბარი და პრევენციაზე მუშაობა.
მან აღნიშნა, რომ გამოსავალი არის არა კლუბების დახურვაში, არამედ სწორ მიდგომასა და ნარკოტრაფიკის კონტროლში.
საქართველოში ნარკოტიკების ზედოზირებით ყოველწლიურად 30-40 ადამიანი იღუპება - შსს >>
ჩვენ არ ვართ იმ ბავშვების წინააღმდეგ, ვინც კლუბებში დადის, აღნიშნა მან.
აქციაზე ზედოზირებით დაღუპულთათვის პანაშვიდი გადაიხადეს.