სისხლიანი გარჩევა რუსთავის ბაზარში: პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

მედიის ინფორმაციით, დაკავებულია მსროლელის ძმა
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქართულმა პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა რუსთავის ბაზარში მომხდარ მასობრივი სროლის საქმეზე, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
შსს-ს ინფორმაციით, ახალ ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ედება ბრალად. ირკვევა, რომ დაკავებული მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულის ძმაა.
შსს-ს ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ოთხი პირი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი კი ბიძაშვილია.
მსროლელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ერთი ვერსიით, ბიძამ, რომელიც ბაზარში ხორცპროდუქტებს ჰყიდდა, წინა დღეს მასთან დასაქმებული ძმისშვილი გაათავისუფლა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა. კიდევ ორი ​​ადამიანი „ბრმა ტყვიის" მსხვერპლი გახდა, მეოთხე გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილიდან წაყვანაზე უარი უთხრა.
მეორე ვერსიის თანახმად კი მამაკაცმა ბიძას ხორცის ნისიად მიყიდვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.