მსოფლიო დღეს

წყარო: თურქეთი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მოსაწყობად მზადაა

Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თურქული მხარე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მისი ქვეყანაში ვიზიტის დროს, კვლავ განუცხადებს, რომ მზადაა მოაწყოს მისი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უთხრა „რია ნოვოსტის“ დიპლომატიურმა წყარომ.
„მოგეხსენებათ, ბატონი პრეზიდენტი ერდოღანი გამოდის თეზისით, რომ სამშვიდობო პროცესში წაგებული მხარეები არ იქნება. ვიზიტის დროს აქცენტი გაკეთდება ანკარის მზადყოფნაზე, მოაწყოს ლიდერთა შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტისა და ადამიანური დანაკარგების აღკვეთის უზრუნველსაყოფად“, — აღნიშნა წყარომ.
ამასთან, მისი თქმით, თურქეთი არცერთ მხარეს არ მოახვევს თავს საკუთარ იდეებს კონფლიქტის მოგვარების შესახებ.
წყარომ ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი სისხლისღვრის შეჩერებაა და „სხვა მიზნები არ არსებობს“. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები თანახმა იქნებიან, თურქეთი მზადაა გასწიოს აუცილებელი შუამავლობა.
არსებული ინფორმაციით, პუტინის ვიზიტი ანკარაში აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისშია მოსალოდნელი.