ყურადღება! ქუსლის ტკივილი შეიძლება ვერაგი დაავადების სიმპტომი იყოს

Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ფილტვების კიბო კანცეროგენული დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სახეობაა, რომელიც პირველ ეტაპზე შეიძლება არანაირი სიმპტომით არ გამოვლინდეს. თუმცა ექიმებმა მაინც აღმოაჩინეს ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება დაავადების მაუწყებელი იყოს, წერს გამოცემა Daily Express-ი.
მედიკოსების თქმით, თუ ქუსლში ტკივილი იგრძენით, შეეცადეთ ფეხები დაასვენოთ, მაგრამ თუ ტკივილი არ გაგივლით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
NHS-ს რეკომენდაციით, ექიმთან წასვლა საჭიროა, თუ:
ტკივილი ძლიერია და ხელს გიშლით ჩვეული საქმეების კეთებაში;
ტკივილი ძლიერდება, ან გაყუჩების შემდეგ კვლავ ბრუნდება;
ტკივილი არ ყუჩდება სახლში მკურნალობის ორი კვირის განმავლობაში;
ქუსლში გრძნობთ ჩხვლეტას ან კარგავთ მგრძნობელობას;
ხართ დიაბეტით დაავადებული (ქუსლებში პრობლემა დიაბეტიანებში შეიძლება უფრო სერიოზული იყოს).
რაც შეეხება სხვა, უფრო გავრცელებულ სიმპტომებს, რომლებიც ფილტვის კიბოს მაუწყებლად მიიჩნევა, ესენია:
გამუდმებული ხველა;
სისხლიანი ხველა;
ქოშინი;
უმიზეზო დაღლილობა და წონის დაკარგვა;
ტკივილი სუნთქვისას ან ხველებისას.
NHS-ის სპეციალისტები გაფრთხილებენ: თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე გიფიქსირდებათ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.