თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპს 9-დან 11 თებერვლამდე უმასპინძლებს, იუწყება საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.
ფედერაციამ სრულად გამოიყენა ტურნირის მასპინძლებისთვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობის ლიმიტი და თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპზე16 ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს.
საერთაშორისო ტურნირი ძველი სპორტის სასახლეში ჩატარდება.
მსოფლიოს ნომერ პირველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან ერთად, ქართველი გულშემატკივარი გუნდის უკვე გამოცდილ წევრებს, ასევე ნიჭიერ დამწყებ სპორტსმენებს იხილავს.
შაბათს, 10 თებერვალს, სანდრო ბაზაძე პირდაპირ ძირითად ბადეში დაიწყებს ასპარეზობას, ხოლო ჯგუფური ეტაპიდან ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, მიხეილ ალფაიძე, ლუკა ლომინაძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, დავით თავართქილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე სხილაძე, დავით ჯიმშელეიშვილი, თემო ალისტრახოვი და მერაბ ლეჟავა.
მანამდე, 2023 წლის ნოემბერში, შარმ-ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფარიკაობაში თბილისი უმასპინძლებს.