თბილისი, 7 თებერვალი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოახლოებული ინტერვიუს გამო თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, რადგან ეს ქვეყნის ღალატს არ ნიშნავს, განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა.
„რატომ უნდა ვიგრძნო თავი დამნაშავედ შეერთებული შტატების წინაშე, რომ თითქოს მოღალატე ვარ? რა, მარტო ამერიკა უნდა მიყვარდეს? მშვენიერ ქალაქში ვიმყოფები და ჩემთვის სულერთია“, − უთხრა ტაკერმა გამოცემა „იზვესტიას“.
მანამდე, სამშაბათს, კარლსონმა სოციალურ ქსელ X-ში კრემლის კოშკებისა და მაცხოვრის ტაძრის ფონზეგადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ მალე რუსეთის პრეზიდენტისგან ინტერვიუს აიღებს.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ინტერვიუს აღება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ამერიკელებმა აბსოლუტურად არ იციან, რა ხდება რუსეთსა და უკრაინაში.
ამასთან ტაკერმა თეთრი სახლიინტერვიუს ორჯერ ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა უარყო ჟურნალისტის ეს განცხადება.
აღსანიშნავია, რომ ტაკერის ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც ამ დროისათვის დაახლოებით 58 მილიონი ნახვა აქვს, მის X-აკაუნტზე ხელმომწერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 11 553 976 კაცს მიაღწია.