მსოფლიო დღეს

ბაიდენი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, თუ მასში უკრაინის დახმარება არ შევა

Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს ისრაელისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს, თუ კონგრესი ისეთ დოკუმენტს დაამტკიცებს, რომელშიც უკრაინის დაფინანსება არ იქნება შესული.
„ადმინისტრაცია დაბეჯითებით მოუწოდებს კონგრესის ორივე პალატას, უარი თქვან ამ პოლიტიკურ ხრიკზე და ამის ნაცვლად, სასწრაფოდ გაუგზავნონ პრეზიდენტს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი ასიგნებების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი“, − ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად და ასევე ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გასული წლის ოქტომბერში სთხოვა. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. რესპუბლიკელები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვენ და ეს საკითხი უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის განხილვის პირობად აქციეს.
ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც 118 მილიარდ დოლარზე მეტი დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს, სენატში კვირას წარადგინეს. როგორც რესპუბლიკელებმა განაცხადეს, სენატის „მკვდრადშობილი“ კანონპროექტის ნაცვლად ხმას იმ კანონპროექტს მისცემენ, რომელიც მხოლოდ ისრაელისთვის ითვალისწინებს დახმარების გამოყოფას.
აღსანიშნა ვია, რომ წარმოამდგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელებს აქვთ, ჯერ კიდევ ნოემბერში მიიღო კანონპროექტი მხოლოდ ისრაელის დაფინანსების შესახებ. მაგრამ სენატს, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ეს კანონპროექტი არ განუხილავს.