თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მაჭავარიანის, არზაყან ემხვარის, გაბაშვილის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, სარაჯიშვილის, გელოვანის, პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფერაძის, ქაშაკაშვილის, ნიჟარაძის, სიხარულის, აკაკი გელოვანის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, აბაშიძე-ორბელიანის, დავარის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიის, მელიქიშვილის გამზირის, შარაშიძის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას, ცხემის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ჭიაურელის, ანანურის, როდენის, კოსტავას, ლაპიაშვილის, ქუჩიშვილის, თუმანიშვილის, მაჩაბლის, ასათიანის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტროსადგური „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ტრანსპორტის, სამტრედიის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობივ), სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის სამრეწველო ზონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მაისურაძის, აბაშვილის, გახოკიძის, დამპალოს, ბერიაშვილის, კაკლიანის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღი-2 დასახლების, ლორთქიფანიძის, აზა ადამიას და გიორგაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალის, საადის, ორპირის, აჯიაშვილის, გორგასალის, სამღერეთის, შარდენის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ბეთლემის, იერუსალიმის, ირგვლივის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, საავიაციო ქარხნის დასახლების, გაბრიელ სალოსის გამზირის, იყალთოელის, გეთიას, ბოგდან ხმელნიცკის და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.