თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შავი ქალაქ ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებას იწყებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმიდან რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენები 2024 წლის 2 აპრილიდან კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
აპრილისთვის რეისზე ბილეთის ფასები 832 ლარიდან იწყება.
ამჟამადGeorgian Airways ახორციელებს ფრენებს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით, ასევე სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.