ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდა

გარკვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა უამინდობით არის გამოწვეული
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, შეზღუდვები თოვის გამო დაწესდა.
უღელტეხილზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე