დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 თებერვალი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 2 თებერვალია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ჰოროსკოპი დღეს ჭარბ ემოციურობას გვპირდება. ახლობლებს ჩვენი გრძნობებით „დავახრჩობთ“, უცხო ადამიანებსაც არ მოვასვენებთ. ჯობია, ეს მოზღვავებული ენერგია სამუშაოს მოვახმაროთ და ასე შევძლებთ ხელმძღვანელობის მოხიბვლას. უნდა გავაკონტროლოთ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ყველაფერი ირგვლივ. ველოსიპედის გამოგონება არ ღირს - ნაცადი ხერხებით აჯობებს მოქმედება.
საჭირო არაა გულის გადახსნა არა მარტო უცხოებთან, არამედ ახლობლებთანაც. ჯობია, საიდუმლო თქვენთვის შეინახოთ.
ვერძი: კარგი იქნება, თუ რთულ ამოცანებს შეეჭიდებით, რომლებიც გადადებული გაქვთ. არაფერს შეუშინდეთ - თუ რამე სირთულე შეგხვდებათ, ვარსკვლავები დაგეხმარებიან. იყავით კომუნიკაბელური - არის შანსი, რომ გაიცნოთ მომავალი მეგობარი ან სპონსორი. ამაში დიპლომატიურობა და მომხიბვლელობა დაგეხმარებათ.
საინტერესო და უნიკალური პერიოდი: თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: თქვენთვის რეკომენდებულია კონტაქტები, ადამიანების გაცნობა, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ სამსახური შემოგთავაზონ. ასე რომ, იყავით დიპლომატიური და ქარიზმატული, რათა თქვენით ყველა მოიხიბლოს. მაგრამ, ამავე დროს, ასტროლოგები გირჩევენ, თანამოსაუბრეებს თავს თქვენი მოსაზრებები მოახვიოთ, მათ აზრს პატივი ეცით.
ტყუპი: წელს წარსულს ჩაეჭიდებით, მაგრამ უნდა გაიაზროთ, რომ წარსულზე უარი უნდა თქვათ, რათა მომავალში რამეს მიაღწიოთ. იყავით გახსნილი სიახლეების მიმართ. ასტროლოგები გირჩევენ, თავი ხელში აიყვანოთ და დაასრულოთ საქმეები, რომელთა გაკეთებასაც აქამდე აჭიანურებდით. დროა, ძველი საკითხები დაამთავროთ და ახალ, საინტერესო საქმეებს შეუდგეთ.
კირჩხიბი: არ ღირს ველოსიპედის გამოგონება - გამოიყენეთ მეთოდები, რომლებიც გამოსცადეთ და მუშაობს. ისინი არასტანდარტული ამოცანების გადაწყვეტის დროსაც გამოგადგებათ. მოუსმინეთ შინაგან შეგრძნებებს, რომლებიც სწორ მიმართულებას გიჩვენებთ. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან არაფორმალურად იკონტაქტეთ, აჩვენეთ მათ თქვენი უცნობი მხარე.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
ლომი: ძალზე ემოციური ხართ და არის რისკი, რომ თქვენი მოჭარბებული გრძნობებით ირგვლივ ყველა „დაახრჩოთ“. ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ, ახლობლები ისედაც გრძნობენ თქვენს სიყვარულს. აჯობებს, ენერგია სამუშაოს მოახმაროთ. დღეს გაქვთ შანსი, რომ ხელმძღვანელობას ნამდვილი კლასი უჩვენოთ.
ქალწული: დღეს არის რისკი, რომ ბედის მომზადებულ ხაფანგში გაებათ. მაგრამ ხელები არ ჩამოუშვათ - თუ წინ იმოძრავებთ, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. ასე რომ, საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ სრულიად უცნობ საკითხებთან მიმართებით, მათთან გამკლავება ადვილი არ იქნება.
სასწორი: არ ღირს ველოსიპედის გამოგონება - გამოიყენეთ ნაცადი ხერხები და წესები, რომლებიც კარგად მუშაობს; ისინი არ დაგაღალატებთ. და თუ რამე ახლის მოსინჯვა გინდათ, ეს რომანტიკულ ურთიერთობებში სცადეთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, წარუმატებლობას მშვიდად შეხვდეთ - ეს ფასეულ გამოცდილებას შეგძენთ.
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
მორიელი: დღეს უნდა იჩქაროთ - შენელებული მოქმედებები არ ივარგებს, ასე, შესაძლოა, შესანიშნავი შესაძლებლობები გაუშვათ ხელიდან. ასე რომ, ჩაეჭიდეთ ყოველ შანსს. ასტროლოგები არ გირჩევენ ველოსიპედის გამოგონებას - გამოიყენეთ ნაცადი ხერხები. ისინი იმუშავებს თუნდაც რთული საქმეების გაკეთებისას.
მშვილდოსანი: არ ღირს გულწრფელობა ახლობლებთანაც კი, ჯობია, თქვენი საიდუმლო თქვენთვის შეინახოთ. ამავე დროს, განყენებულ თემებზე ყველასთან შეგიძლიათ ლაპარაკი - ეს განწყობას შეგიქმნით. არ ღირს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება - სცადეთ ის მეთოდები, რომლებიც არაერთხელ გამოგიცდიათ.
თხის რქა: დღეს ყველაფერს აკონტროლებთ და ეს სწორია - ასე თავიდან აიცილებთ შეცდომებსა და უსიამოვნებებს. მაგრამ ამას თავისი მინუსიც აქვს - შეიძლება ძალიან დაიძაბოთ, რაც ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომ იფრთხილეთ. ჰოროსკოპი ამბობს, რომ დღეს სიურპრიზი გელოდებათ, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ - მასში ცვლილებების კარგი შანსი იმალება.
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: დიდი ყურადღება გმართებთ - თუ შეცდომას დაუშვებთ, სერიოზულ უსიამოვნებებს შეიძლება გადაეყაროთ, რაც ბევრ პრობლემას შეგიქმნით. ასე რომ, გააკონტროლეთ ყველაფერი ირგვლივ. ასევე არ ღირს უკვე გამოგონილი ველოსიპედის გამოგონება - გამოიყენეთ ნაცადი მეთოდები. ისინი არც დღეს დაგაღალატებთ.
თევზები: არ ღირს თქვენს ნაჭუჭში შეყუჟვა. პირიქით, თამამად ჩაატარეთ ექსპერიმენტები და გარისკეთ - ეს ნოყიერ ნაყოფს გამოიღებს. რეკომენდებულია ურთიერთობები - ბევრ სასარგებლო რამეს მოისმენთ. ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად, ახალი მეთოდების გამოყენება არც თქვენ გარგებთ მარტივი და გასაგები ამოცანების გადაწყვეტისას.