თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კუპრაძის, ნაზი შამანაურის, სესილია თაყაიშვილის, დავით ჯავრიშვილის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და ევგენი მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ტაშკენტის, გაბრიელ ისაკაძის, მგალობლიშვილის, ცხინვალის, ვაზისუბნის, იმედაშვილის, აბაშიძის, კანდელაკის, ოდესის, ოჩამჩირის, ყუშიტაშვილის, ჩერქეზიშვილის, გელოვანის, დავითაშვილის, ზოვრეთის, სოკრატ არშბას, ფანჯიკიძის, ლევანდოვსკის, სახოკიას, წულუკიძის, ონიაშვილის, ავქსენტი ნაჭყებიას, არდაზიანის, ბაჩანა ბრეგვაძის, ვოლოდარსკის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ირაკლი გამყრელიძის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ილია ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, ოსეთის, გურამ ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, იოსებიძის, შარტავას, აკაკი გახოკიძის, გოთუას, კანდელაკის, გაგარინის, ვიტალი დარასელიას და ანაგისქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ) და გოთუას ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.