158 ათასი ევროს ღირებულების უნიკალური გამოცემები მოიპარა: ესტონეთში ქართველი დააკავეს

საუბარია რვა იშვიათი გამოცემის ქურდობის ფაქტზე, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე მოხდა.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი– Sputnik. ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან 158 ათასი ევროს ღირებულების წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე ბექა ცირეკიძეს ორი წლით პატიმრობა შეუფარდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია რვა იშვიათი გამოცემის ქურდობის ფაქტზე, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე მოხდა.
გამოცემებს შორის, რომლებიც დამნაშავემ მაღალ დონეზე დამუშავებული ყალბი წიგნებით შეცვალა, იყო რუსი მწერლების - პუშკინისა და გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალებიც, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება.
დამატებითი სასჯელის სახით, დამნაშავეს ქვეყანაში ხელახალი შესვლის ხუთი წლით აკრძალვა დაეკისრა.