თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოში 2023 წელს უცხოელებმა საერთო ჯამში დაახლოებით 12,9 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 20,5%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების მონაცემებით, ამ თანხის დიდი ნაწილი იხარჯება განთავსებაზე და საყიდლებზე, ასევე კვებაზე და სასმელებზე.
უცხოელების ხარჯები საქართველოში 2023 წელს
ხარჯის სახეობა | ხარჯები, მლნ ლარი | წილი ხარჯებში, % |
განთავსება | 4 712,9 | 36,4 |
საყიდლები | 1 026,0 | 23,4 |
საკვები და სასმელი | 2 797,5 | 21,6 |
გართობა | 1 300,9 | 10,0 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 943,4 | 7,3 |
სხვა | 163,7 | 1,3 |
საანგარიშო პერიოდში უცხოელის ხარჯებმაა საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 8,1%-ით შემცირდა და 2097,4 ლარი (785 დოლარი) შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს ეწვივნენ 7,1-ჯერ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ამასთან, 15 წელზე უფროსი ასაკის პირების ვიზიტების რაოდენობამ 6,2 მილიონი შეადგინა, რაც 31,2%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, თავად ვიზიტორთა რაოდენობამ 5,1 მილიონი შეადგინა. საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,7 მილიონი შეადგინა, რაც 27,8%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.