რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე განაცხადების შეტანისთვის სამი დღე დარჩა

ყველაზე პოპულარული მიმართულებები მომავალი სტუდენტებისთვის საქართველოდან 2024-2025 სასწავლო წლისთვის გახდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის, ასევე ყაზანის, კრასნოდარისა და კალინინგრადის უნივერსიტეტები.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. განაცხადების შეტანის ვადა რუსეთში უფასო სწავლებაზე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამ დღეში, 2024 წლის 31 იანვარს იწურება, განუცხადეს Sputnik–საქართველოს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში.
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატებისგან განაცხადების მიღების კამპანია 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრებით სასწავლებლად 1 სექტემბრიდან დაიწყო. თავდაპირველად განაცხადების მიღება 15 დეკემბრამდე იყო დაგეგმილი.
„ბოლო წლებში კვოტების რაოდენობა ქართველი სტუდენტებისთვის 200-მდე გაიზარდა. მომავალში რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი უფასო ადგილის წარდგენას გეგმავს, რადგანაც ინტერესი ქართველი აბიტურიენტების მხრიდან იზრდება", - განაცხადეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში.
წინასწარი მონაცემებით, მომავალი სტუდენტებისთვის საქართველოდან ყველაზე პოპულარული მიმართულებებია მედიცინა, მენეჯმენტი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხოლო ყველაზე მიმზიდველი სასწავლო დაწესებულებები - უნივერსიტეტები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში, კრასნოდარში, კალინინგრადში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში (აქვთ დროებითი ცხოვრების უფლება ან ბინადრობის უფლება საქართველოში და არ არიან რეგისტრირებული რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 1 სექტემბრისთვის).
განაცხადის გასაგზავნად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სისტემის „განათლება რუსეთის ფედერაციაში" ვებ-გვერდზე, შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ შესამოწმებლად. დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე.
საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე განაცხადის წარდგენის წესი