ბათუმში ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ქალის გარდაცვალება დააფიქსირეს.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ბათუმში შუა ხნის ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია TV 25.
ინციდენტი 29 იანვარს დილით აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ექიმების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.