დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 იანვარი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 28 იანვარია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
იღბლიანი დღეა, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეა, ღირს მუშაობა და რთული ამოცანების შესრულება. საჭიროა ფიქრი ფულზე, იმის გაგება, თუ როგორ დავხარჯოთ ნაკლები და გამოვიმუშავოთ მეტი. აქ შეიძლება ამ თემის ადამიანებთან განხილვა და რჩევების მიღება.
კარგი დღეა დიეტის დასაწყებად – იგულისხმება არა მხოლოდ დიეტა წონაში დაკლების მიზნით, არამედ ჯანსაღ კვებაზე გადასვლა; ასევე სახლის მოსაწესრიგებლად, დასასუფთავებლად.
ვერძი: საჭიროა აქტიურობა, სიზარმაცე აკრძალულია. თუ ასე არ მოიქცევით, ვარსკვლავები პრობლემებს შეგიქმნიან. მაგრამ, ამავე დროს, საჭირო არაა ახალი საქმის დაწყება – პირველივე წუთებში შეფერხდებით. ჯობია ყოფითი საკითხების მოგვარება, მეგობრებთან შეხვედრა. ასტროლოგები გირჩევენ, ჯანმრთელობას მიხედოთ – მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს.
სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები და ხილის სახეობები
კურო: ფორტუნა თქვენთან იქნება – წარმატება ყველაფერში გეწვევათ, ასე რომ, დატკბით ასეთი იღბლიანი დღითა და ჯილდოებით. კარგი დღეა დროის საყვარელ ადამიანთან გასატარებლად – ასე ურთიერთობები უფრო გამტკიცდება. ასტროლოგები გირჩევენ, თავი ხელში აიყვანოთ და ბევრი ფული არ დახარჯოთ, რადგან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ეს თანხა მნიშვნელოვან საქმეში დაგჭირდეთ.
ტყუპი: მიხედეთ სახლის საქმეებს, რომ შემდეგ, სამუშაო კვირაში საოჯახო საქმეებზე დრო არ დაკარგოთ. იფიქრეთ ფულზე – შესაძლოა, მიხვდეთ, როგორ შეინახოთ ის ან კიდევ უფრო გაამდიდროთ თქვენი საფულე. ასტროლოგები საღამოს ახლობელ ადამიანებთან გატარებას გირჩევენ – სასიამოვნო დროს გაატარებთ და კარგი განწყობა მთელი კვირა გაგყვებათ.
კირჩხიბი: დღეს თქვენ წინაშე ყველა კარი გაიხსნება ისე, რომ დაკაკუნებაც არ მოგიწევთ. არ გაუშვათ ხელიდან და გააკეთეთ რამე სრულიად ახალი – წარმატება არ დააყოვნებს. ამავე დროს, მიხვდებით, როგორ მიიღოთ თანხა, გაზარდოთ შემოსავლები. ასტროლოგები გირჩევენ, შეიძინოთ ახალი მეგობრები – ახლა თქვენს ხიბლს ვერავინ დაემალება.
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ლომი: დღეს რუტინაში ჩაეფლობით, მაგრამ ეს ცუდი არაა – ასე ვერ მოასწრებთ შეცდომების დაშვებას, რომლებიც მერე ძვირი დაგიჯდებათ. მოაწესრიგეთ სახლი, დაასუფთავეთ, რომ მერე, სამუშაო კვირის განმავლობაში ამაზე არ იფიქროთ. ჰოროსკოპი ამბობს, რომ ფულის დახარჯვის სურვილი მოგეძალებათ და ეს დღეს ნამდვილად შეიძლება.
ქალწული: საოცრად მომხიბლავი და მიმზიდველი ხართ, ამის გამო ადამიანები თქვენთან ურთიერთობებს მოისურვებენ. გაიცანით ადამიანები, მოაჯადოეთ საჭირო ხალხი, გაატარეთ დრო და თან – სასარგებლოდ. იღბალი თქვენ გვერდითაა, ამიტომ, რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერი კარგად წავა. საქმეების მიმართ შემოქმედებითად განეწყვეთ და ასე შეიძლება რამე მართლაც ღირებული შექმნათ.
სასწორი: რუტინას თავს ვერ ააცილებთ – სახლის საქმეები უკვე აღარ ითმენს. მოგიწევთ საცხოვრებლის მოწესრიგება, დასუფთავება, პროდუქტების მომარაგება და ასე სამუშაო კვირის განმავლობაში ასეთ საკითხებზე აღარ მოგიწევთ ზრუნვა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აიმაღლეთ იმუნიტეტი, შეივსეთ ვიტამინების დეფიციტი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
მორიელი: დღეს გუნდთან ერთად მუშაობა ჯობია, ასე საქმეები წარმატებულად დასრულდება. მარტო თუ შეუდგებით ამოცანების შესრულებას, შედეგები სასურველისგან შორს იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, საყვარელი ადამიანი პაემანზე დაპატიჟოთ. დაფიქრდით, იქნებ თქვენი ურთიერთობები უფერულდება და საჭიროა მასში ახალი ფერების შეტანა?
მშვილდოსანი: დღეს აუცილებელია წვრილმანებზე დაკვირვება, რადგან სწორედ დეტალებმა შეიძლება შეგიქმნათ პრობლემები. ასე რომ, ყურადღებით იყავით ნიუანსების მიმართ – ასე ყველაფერი წარმატებით დასრულდება. მეტი იფიქრეთ ფულზე – თანხას ძალიან სწრაფად ხარჯავთ და თან – ბევრს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.
თხის რქა: დღეს იღბალი არ მოგცილდებათ გვერდიდან. თუ ამ უქმე დღეს მუშაობა გიწევთ, იცოდეთ, რომ საქმეები მართლაც წარმატებულად განვითარდება. ასევე იღბალი თქვენ გვერდით იქნება პირად ცხოვრებაშიც – შესაძლოა, შეხვდეთ საოცარ ადამიანს, რომელსაც მალ;ე დაუახლოვდებით. ასტროლოგები გირჩევენ, მიჰყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, აიმაღლოთ იმუნიტეტი.
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
მერწყული: უნდა შეცვალოთ პრობლემების გადაჭრის მეთოდები, რადგან უწინდელი აღარ ჭრის, მოძველდა. ზოგადად, დღეს უარი თქვით წარსულზე და მხოლოდ მომავლისკენ იყურეთ. იღბალი თქვენ გვერდით იქნება, ამიტომ ღირს რთულ საქმეებთან შეჭიდება, – ყველაფერში გაერკვევით. მიხედეთ ჯანმრთელობას, აიმაღლეთ იმუნიტეტი.
თევზები: იმდენად მომხიბლავი და სიმპათიური ხართ, რომ თქვენ ირგვლივ ბევრი საინტერესო ადამიანი შეიკრიბება. ესაა ჰარმონიის დღე, როცა შეიძლება ბალანსის პოვნა სასიყვარულო ურთიერთობებში, რაც ასე არ გყოფნით. მოკრძალება და სიმორცხვე არაფერს გარგებთ – გაიცანით ადამიანები და ეს ნაცნობობა მომავალში კარგ ნაყოფს მოგიტანთ.