თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. გერმანიაში, ქალაქო ბიუკებურგში ალკოჰოლური სასმელის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გერმანიის პოლიციის ცნობით, 41 წლის კაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 126 ევროს ღირებულების სასმელი მოიპარა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
კაცი პოლიციამ 25 იანვარს დილით დააკავა, ის ბიუკებურგის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ბუკებურგის პროკურატურის მოთხოვნით ის დაჩქარებული წესით ბიუკებურგის რაიონული სასამართლოს წინაშე წარდგება.
წყარო - გერმანიის მედია