საქართველოს ძიუდოს ნაკრების ლიდერები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

პარიზის 2023 წლის გრანდ სლემზე ოქროს მედალი ორ ქართველ ძიუდოისტს ერგო.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები პარიზის დიდი სლემის პრესტიჟულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 2–4 თებერვალს გაიმართება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ტურნირის მედლებისთვის 13 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ), თენგო ზირაქაშვილი, ლაშა ნადირაძე – (66 კგ), გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე, ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ), საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ).
პარიზის 2023 წლის გრანდ სლემზე ოქროს მედლები მოიპოვეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ). ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაო აიღო.