ტოჩინოშინი დიდ სუმოს ტოვებს - მისი გაცილების ცერემონია თებერვლის დასაწყისში გაიმართება

ქართველმა სუმოისტმა თავისი კარიერის განმავლობაში 100 ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე კარიერას ოფიციალურად 4 თებერვალს დაასრულებს, იუწყება „პირველი არხი".
გამოსამშვიდობებელი ცერემონია ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეშია დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი და ყოფილი სუმოისტები.
ტოჩინოშინმა („ტოჩი" - ცხენის წაბლი, „შინი" - გული) კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში, 35 წლისამ განაცხადა. ბოლო პერიოდში მას ხანდახან ტრავმები აწუხებდა და სუმოისტმა ვერ შეძლო მწყობრში ჩადგომა.
ქართველმა სუმოისტმა თავისი კარიერის განმავლობაში 100 ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე წარმატებული იყო მისი პირველი სუპერტურნირი 2018 წელს, როდესაც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო. ამ ტურნირის შემდეგ მან დაიმსახურა ოძეკის - სუმოს იერარქიაში მესამე - ტიტული.
ტოჩინოშინი პირველი ქართველი სუმოისტია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო.
გორგაძე ბავშვობიდან ჭიდაობდა. ის ძიუდოსა და სამბოში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატების პრიზიორია.