თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), იაკობ ნიკოლაძის, კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის და როდენის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.