„შეხვედრის ადგილი: მთები" - თბილისში მულტიმედიური გამოფენა ტარდება

პროექტი ევროპული პლატფორმის Magic Carpets და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით ხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სასტუმრო „სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მულტიმედიური გამოფენა „შეხვედრის ადგილი: მთები“ იმართება, რომელიც 10 თებერვლამდე გაგრძელდება.
„შეხვედრის ადგილი: მთები” მთიან აჭარაში გამართული იგივე სახელწოდების სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის შემაჯამებელი გამოფენაა, რომელიც აერთიანებს ცხრა ქართველი ფოტოგრაფის და ლიტველი მხატვრის, მკვლევარის და ანთროპოლოგის, დევის კენეპეს შემოქმედებას.
მთიან აჭარაში სახელოვნებო რეზიდენციები თბილისის ფოტო ფესტივალის მიერ ინიცირებული პროგრამაა, რომელიც 2023 წელს გაიმართა.
პროექტი ევროპული პლატფორმის Magic Carpets და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა.