თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ორი კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ შპს „ფარმასმა“ და შპს „პიქსელ ტაჩმა“ უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებები არ შეასრულა. სააგენტომ ორივე კომპანიას - „ფარმასს“ 4269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11.859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
უწყების ცნობით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
კონკურენციის სააგენტო: ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა>>>
ორივე კომპანიის შემთხვევაში, მოვაჭრეებს ევალებოდათ 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უწყებაში 500-ზე განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 300-ზე მეტ განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა.