თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი, რომელმაც ყურადღება დებატებში ღია განცხადებებით მიიპყრო ყურადღება, თავისი ამბიციური საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს, იუწყება Bloomberg.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აიოვაში რესპუბლიკელთა პირველ კოკუსებზე, რომლებმაც ფორმალური სტარტი მისცა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესს ამ პარტიიდან, ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
„ამ მომენტიდან ჩვენ ვაჩერებთ საპრეზიდენტო კამპანიას. მე არ მაქვს შანსი, გავხდე მომდევნო პრეზიდენტი. როგორც თავიდანვე ვამბობდი, ამ რბოლაში „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. და მე უკვე დავურეკე დონალდ ტრამპს, რათა მიმელოცა გამარჯვება და მეთქვა, რომ ჩემს სრულ მხარდაჭერას მიიღებს“, — აღნიშნა რამასვამიმ.
კენჭისყრაში, წინასწარი შედეგების მიხედვით, რამასვამიმ რესპუბლიკელთა მხოლოდ 8,3%-ის ხმები მიიღო. დონალდ ტრამპი დაახლოებით 55,8%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი — 23,1%-ით, მესამეზე — გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, რომელსაც რესპუბლიკელთა 20,8%-მა დაუჭირა მხარი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. თუ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გახდება, მას სახელმწიფოს მოქმედი მეთაური — ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. როგორც სოციოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, ტრამპს კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო რბოლაში გაიმარჯვოს.