მსოფლიო დღეს

თურქეთში რუსული ნავთობის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რუსეთიდან თურქეთში ნავთობის საზღვაო გზებით მიწოდებები ზრდას განაგრძობს — ძირითადად ბალტიის პორტებიდან, იუწყება გამოცემა „კომერსანტი“ გლობალური ვაჭრობის ერთიან საინფორმაციო პლატფორმა Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
არსებული ცნობით, დეკემბერში თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტის ისტორიული რეკორდი დაამყარა — დღეში 444 ათასი ბარელით, რაც მთლიანი საზღვაო ექსპორტის 13%-ია.
რუსული ნავთობის კონტეინერული გადაზიდვების დანარჩენი 76% ინდოეთსა და ჩინეთზე განაწილდა.
ამასთან, Kpler-ის შეფასებით, დეკემბერში Urals-ის მარკის ნავთობის ყველა სატანკერო მიწოდების დაახლოებით 85% მოდიოდა არა ნოვოროსიისკის პორტებზე, არამედ რუსეთის ბალტიის პორტებზე — პრიმორსკსა და უსტ-ლუგაზე.
წინასწარი მონაცემებით, რუსული ნავთობის ექსპორტი თურქეთში იანვარში ასევე გადააჭარბებს 400 ათას ბარელს დღეში.
აღინიშნება, რომ თურქეთში რუსული მიწოდების მკვეთრი ზრდა გასული წლის ოქტომბრიდან ფიქსირდება მას შემდეგ, რაც „ლუკოილმა“ თურქულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა Star-ში გადატვირთვები დაიწყო. ეს უკანასკნელი აზერბაიჯანულ SOCAR-ს ეკუთვნის.
წყარო: kommersant