მსოფლიო დღეს

გამოკითხვის შედეგები: ტრამპი ლიდერობს, ბაიდენის რეიტინგი კი 15-წლიან მინიმუმამდე დაეცა

Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აშშ-ში პრაიმერიზების სეზონი იმით იწყება, რომ დონალდ ტრამპი თავის ყველა რესპუბლიკელ კონკურენტს მნიშვნელოვნად უსწრებს პოპულარობის ძირითადი მაჩვენებლებით, ხოლო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწონების რეიტინგი 15-წლიან მინიმუმამდე დაეცა, იუწყება ABC News გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
„კვლევის თანახმად, ტრამპი რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და დამოუკიდებელი რესპუბლიკელებისგან განსაკუთრებით მაღალ შეფასებას სამ მაჩვენებელში იღებს: საუკეთესო შანსი ნოემბერში გასამარჯვებლად, ძლიერი ლიდერი და ყველაზე მეტად კვალიფიციური კანდიდატი პარტიიდან“, — წერს გამოცემა.
ამასთან აღინიშნება, რომ ტრამპი თავის თანაპარტიელ ოპონენტებს შედარებით მცირე უპირატესობით უსწრებს ორი სხვა მაჩვენებლითაც — ემპათიითა (ესმის ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემებისა) და საერთო ღირებულებებით. ათიდან შვიდი რესპუბლიკელი დადებითად აფასებს ტრამპის მოღვაწეობას.
გამოკითხვის თანახმად, ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენით რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 72% იქნება კმაყოფილი. სხვა კანდიდატებმა კი ბევრად დაბალი ქულები მიიღეს: ნიკი ჰეილის კანდიდატად წარდგენას 48% უჭერს მხარს, ვივეკ რამასვამისას — 44%, ხოლო კრის კრისტისას (რომელმაც კანდიდატურა მოხსნა) — 23%.
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მისი კანდიდატურის წარდგენით დემოკრატიული პარტიის წევრებისა და მისი დამოუკიდებელი მხარდამჭერების მხოლოდ 57% იქნებოდა კმაყოფილი.