თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ანაპის 414-ე დივიზიის, ლომთათიძის, ბეჟანიშვილიუს, მექანიზაციის, ჩარგლის, მოლითის, ერისთავის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, ქსოვრელის, კნოლევის, ქართველიშვილის, ღრმაღელის და ინდუსტრიის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნადიკვარის (ნაწილობრივ), ორთაჭალის, ნიშნიანიძის, ერეკლე მეორის, ტყავის, კოტე აფხაზის, შარდენის, სიონის, თუმანიანის, ბამბის რიგის, სანაპიროს, გორგასლის, გურამიშვილის, სადგურის, იერუსალიმის, ღვინის, ხანძთელის, საიათნოვის, თონეთის და აბოვიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.