სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა

Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. დღეს, 15 იანვარს საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდა.
სკოლის მოსწავლეებსა და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაეწყოთ.
კერძო სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ.
საქართველოში, განათლების მინისტრის ბრძანებით, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 15 ივნისს მთავრდება.