თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. პრობლემა არსებობს და ის კოლოსალურია - საქართველოს მოქალაქეები მიგრირებენ უკეთესი ცხოვრების ძებნაში, განაცხადა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის მოადგილემ, ექსპერტმა ევროკავშირსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიგრაციის საკითხებში ანა ხოტივრიშვილმა „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.
„საქართველოს მოქალაქეები ხშირად მიგრირებენ უკეთესი ცხოვრების ძებნაში, ძირითადად ევროპულ ქვეყნებში, რადგან იქ უფრო მეტ შესაძლებლობებს ხედავენ. მაგრამ ისინი აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ადაპტაცია საზოგადოებაში და ის რეალობა, რომელიც მათ იქ ელის", - ამბობს ექსპერტი.
მიზეზებს შორის, რომლებიც მოქალაქეებს მიგრაციისკენ აიძულებს, არის ფინანსური პრობლემები და ბანკის ვალები.
გარდა ამისა, ექსპერტის აზრით, სულ უფრო ხშირია ინტელექტუალური მიგრაცია, როდესაც ქვეყანა კარგავს მოსახლეობის ინტელექტუალურ ნაწილს.
„ინტელექტუალური მიგრანტების დაბრუნება მომავალში ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ხოტივრიშვილმა.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მალე მიგრანტები უფრო ხშირად გაემგზავრებიან რუსეთში უკეთესი ცხოვრების საპოვნელად და რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნების ალტერნატივად იქცეს.
ექსპერტის აზრით, პრობლემა გადაიჭრება იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტების ინტეგრაციის და მათი დასაქმების სამთავრობო პროგრამები გაფართოვდება.
სახელმწიფო უფრო მეტ პროგრამას უნდა სთავაზობდეს იმ მოქალაქეებს, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურს, რათა პირველ ეტაპზე მაინც ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების პირობები, დაასკვნა ხოტივრიშვილმა.