დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 იანვარი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 15 იანვარია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
სურვილების ასრულების დღეა და აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია განმარტოებასა და სიწყნარეში ყოფნა. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაეცალოთ ხმაურს, ადამიანებს თქვენთვის საყვარელ საქმეს მიხედოთ. შეიძლება ოცნება, იდეალური ცხოვრების წარმოდგენა, რომელიც აგვიხდება, თუ მოვინდომებთ. ამიტომ ასევე მნიშვნელოვანია სამომავლო გეგმების დაწყობა. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის.
ვერძი: ნუ დაიტვირთავთ თავს მილიონი საქმით – ვერ გაუმკლავდებით. ჯობია, თქვენთვის კომფორტული ტემპით და თანმიმდევრულად იმუშაოთ – ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ მოკიდებთ ხელს. იარეთ გამოცდილი გზებით, არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები და არ გარისკოთ. ასე სასურველ შედეგს სწრაფად და მარტივად მიაღწევთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა.
ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები
კურო: დღეს ყველაზე ცუდ უსიამოვნებებსაც კი მცირე პრობლემებად აღიქვამთ, რომელთა გადაწყვეტაც ერთი ხელის მოსმით შეიძლება. ზოგადად, ბევრი ამოცანა კვესტად მოგეჩვენებათ, რომლის შედეგიც გაგახარებთ. ასე რომ, ყველაფერს მიუდექით, როგორც თამაშს. მთლიანობაში, დღეს სიფრთხილე გმართებთ, უსიამოვნებები მთელი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. საქმიანი მოლაპარაკებები გადადეთ.
ტყუპი: დღეს საკუთარი აზრების გამოთქმის სურვილი გამოძრავებთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სხვების პირად ჩარჩოებს არ უნდა გასცდეთ, ასე კარგ ურთიერთობებს დაანგრევთ. არაა გამორიცხული უსიამოვნო ამბის გაგება, რომელიც განწყობას გაგიფუჭებთ. ჯობია, მომხდარის მიზეზები მოძებნოთ. დადებითი განწყობის მოპოვებასა და დამშვიდებაში სახლში ფუსფუსი დაგეხმარებათ
კირჩხიბი: დღეს თქვენი შთაგონების წყარო ახლობელი ადამიანები იქნებიან. მათთვის მთების გადადგმა მოგინდებათ. კარგი იქნება, თუ მათთან ერთად მომავალზე დაილაპარაკებთ და ყველაფერს წვრილმანებში დაგეგმავთ. განწყობა, შესაძლოა, მცირე პრობლემებმა გაგიფუჭოთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია – მათ სწრაფად გაუმკლავდებით. დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
ზოდიაქოს ნიშნების ოჯახური ფასეულობები
ლომი: მოგიწევთ სერიოზული და რთული საუბრები, რაზეც თქვენი როგორც კარიერა, ისე პირადი ცხოვრება იქნება დამოკიდებული. დაგეხმარებათ დიპლომატიის უნარი. არ დაარღვიოთ სხვების პირადი საზღვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველს ვერ მიაღწევთ. შეეჭიდეთ მხოლოდ იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტას დღესვე შეძლებთ – შემდეგ ისინი პრობლემებს მოიტანს.
ქალწული: შესანიშნავი დღეა საუბრებისთვის. ლაპარაკი შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე, თუნდაც პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე – შეძლებთ კომპრომისის მიღწევას. რაც ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ დღეს, ეს საკითხების გადაწყვეტაა, რადგან ძალზე დიდია შეცდომის რისკი, რომლის გამოსწორებას უამრავი დრო დასჭირდება. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად.
სასწორი: მოგიწევთ იმ ადამიანების ატანა, რომლებიც შეეცდებიან თქვენთვის ზიანის მოტანას და „კვანტის გამოდებას“. ასე რომ, სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ამ დღის მოვლენები თქვენი გამძლეობის ერთგვარი ტესტი იქნება – პრობლემები ხან იქ გაჩნდება და ხან – აქ. ასტროლოგები გირჩევენ, თავი ხელში აიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უარეს პრობლემებს შეიქმნით.
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
მორიელი: დღეს უარყოფითი ფიქრები მოგეძალებათ, ამიტომ ირგვლივ ყველაფერი შავ–თეთრად მოგეჩვენებათ. დადებითი განწყობის შექმნაში ახლობლები დაგეხმარებიან და კიდევ – მუსიკა – მოუსმინეთ ისეთ მუსიკას, რომელიც სიმხნევეს შეგმატებთ და შთაგონებას მოგიტანთ. არ შეუშინდეთ უჩვეულო სიტუაციებს – ეს მომავალში თქვენთვის კარგი გამოცდილება იქნება.
მშვილდოსანი: ირგვლივ მყოფები განწყობას აქტიურად გაგიფუჭებენ. ამას თავს ვერ აარიდებთ და ამიტომ ამ „თავდასხმების“ მოგერიება მოგიწევთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გაუმკლავდებით, მაგრამ ეს თქვენი ნერვების ხარჯზე მოხდება. ამას კიდევ შეიძლება სხვა მცირე პრობლემები დაემატოს, მაგალითად, სამუშაოზე ტექნიკამ გიმტყუნოთ. ასტროლოგები გირჩევენ, წარსულში გაერკვიოთ – მოგონებებში „იხარშებით“ და ეს პროგრესს ამუხრუჭებს.
თხის რქა: დღეს სახლის საქმეები აგაღელვებთ, მათ მოგვარებას დრო სჭირდება. მოგიწევთ ორომტრიალში ჩაბმა – ერთი მხრივ, სამსახური და მეორე მხრივ – სახლი. ამიტომ ყველაფერი დეტალურად დაგეგმეთ. ყველაფერს თავს გაართმევთ, მაგრამ საღამოს ძალაგამოცლილი იქნებით. ასტროლოგები გირჩევენ, საღამოს დაისვენოთ, მოდუნდეთ, რამე ფილმს უყუროთ ან წიგნი წაიკითხოთ. რეკომენდებულია განმარტოება.
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
მერწყული: თქვენი დღე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული – შედგენილი გეგმა დილიდანვე შეიძლება ჩაიშალოს. ეცადეთ, მიწაზე მყარად იდგეთ და ვითარება გააკონტროლოთ. ურთიერთობები ძალიან დაგეხმარებათ – გაიგებთ არაერთ ღირებულ ინფორმაციას და მიიღებთ კარგ რჩევებს. ასტროლოგების რჩევაა, საკუთარ თავში ეჭვი არ შეიტანოთ – ამაზეა თქვენი მუშაობის შედეგები დამოკიდებული.
თევზები: დღეს ორი რამ გეკრძალებათ – საყიდლები და ახალი ამოცანები. ჯობია, არცერთი არ გააკეთოთ. იფრთხილეთ ფინანსურ საკითხებში – არის ფულის დაკარგვის რისკი. რაც გაგახარებთ, ეს განწყობაა. დამუხტეთ პოზიტივით თქვენი ახლობლები – ისინი მადლიერი დაგრჩებიან. ასტროლოგები გირჩევენ, დახმარებისთვის ირგვლივ მყოფებს მიმართოთ, მარტოს გაგიჭირდებათ საქმეებთან გამკლავება.