გერმანიაში ქურდობის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს

დაზარალებულმა ქუჩაში დააფიქსირა კაცი, რომელიც მისი სახლიდან მოპარული ელექტრო სკუტერით გადაადგილდებოდა.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ბერლინში ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
გერმანული მედიის ცნობით, 35 და 40 წლის მამაკაცებს დაკავებისას თან ჰქონდათ კარის სატეხი მოწყობილობები და მოპარული ნივთები.
დაზარალებულმა ბინის მეპატრონემ ქუჩაში დააფიქსირა კაცი, რომელიც მისი სახლიდან მოპარული ელექტრო სკუტერით გადაადგილდებოდა. მან ეს პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც პოლიციელები მის კვალს გაჰყვნენ და იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქეები მოპარულ ნივთებს ინახავდნენ.