ქართველმა მოციგურავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღეს

მათ მოკლე პროგრამაში 71,30 ქულა აიღეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ლიეტუვის კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღეს.
კაუნასი ევროპის ჩემპიონატს 10-14 იანვარს მასპინძლობს. პირველად ტურნირზე საქართველოს წარმოადგენს მოციგურავეების, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი. რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მოციგურავეების საერთაშორისო კავშირის (ISU) ეგიდითმონაწილეობა აკრძალული აქვთ.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინამ და ბერულავამ 71,30 ქულა დააგროვეს: 40,27 - ტექნიკური ელემენტებისთვის, 31,03 - პროგრამული კომპონენტებისთვის, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ამ შედეგით ქართულმა წყვილმა პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა.
ბერულავამ და მეტელკინამ თავისუფალი პროგრამის დასაწყისში მცირე შეცდომა დაუშვეს, ამის გამო მეხუთენი აღმოჩნდნენ. მათ აიღეს 124,84 ქულა (64,73 ტექნიკური ელემენტებისთვის, 61,11 – პროგრამული კომპონენტებისტვის, მინუს ერთი ქულა შეცდომისთვის).
საბოლოოდ წყვილმა მოკლე და თავისუფალ პროგრამაში 196,14 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები იტალიელები გახდნენ.