Bloomberg: რუსეთი სასამართლოში ჩივილს აპირებს

Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. რუსეთი სასამართლო სარჩელს ამზადებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს შეერთებული შტატების ან ევროპის მცდელობებს, მოახდინოს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაცია, იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილ 300 მილიარდ დოლარზე.
რუსმა ანონიმმა ოფიციალურმა პირებმა სააგენტოს აცნობეს, რომ რუსეთის ბანკი ახლა ახლოსაა საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან შეთანხმების დადებასთან, რათა, სასამართლო დავის შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესები წარმოადგინონ.
გარდა ამისა, წყაროების თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ექსპერტებს დასკვნის მომზადებაც დაუკვეთა, რომელშიც შესაბამისი უცხოური კანონმდებლობა და პრეცედენტები იქნება გაანალიზებული.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ნამდვილად შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილება.
„აქტივების ჩამორთმევა გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან სასამართლო და იურიდიულ ხარჯებს მათთვის, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, — აჭნიშნა პესკოვმა.
სააგენტო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ბანკმა უარი უთხრა Bloomberg-ს საკუთარი გეგმების შესახებ კომენტარზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონს, რომელიც მას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საშუალებას მისცემს, რათა დაეხმაროს უკრაინის აღდგენას.