თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 131,56 გრამი) და ვერცხლის (წონა - 194,78 გრამი) საიუველირო ნაკეთობები ბებაჟე-ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14.429,74 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჯამში 14.429,74 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.