გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

სამართალდამცველები მათ ცხრა სახლის გაქურდვას ედავებიან.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ფაქტი კონსტანსის ტბის რაიონში მოხდა. დაკავებულები 31 და 34 წლის ქართველები არიან, რომლებიც სამართალდამცავებმა მორიგი ქურდობისას დააკავეს. ქურდობის მომენტში მათთან მესამე ქართველიც იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოასწრო.
წინასწარი ინფორმაციით 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში სამმა ქართველმა ცხრა სახლი გაქურდა და მიყენებულმა ზარალმა, საერთო ჯამში, 20 ათას ევროზე მეტი შეადგინა.