მსოფლიო დღეს

თურქეთში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრას ამზადებენ

Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების — ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ამ დროისათვის დამუშავების პროცესშია, თუმცა, როდის და სად გაიმართება შეხვედრა, ჯერ დასაზუსტებელია, იუწყება „რია ნოვოსტი“ თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
„ჯერჯერობით კონკრეტიკა არ არის. შეხვედრა დღის წესრიგშია, შესაბამისი სამუშაოები დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს, მაგრამ ადგილისა და დროის თაობაზე ჯერჯერობით არაფერია დაზუსტებული“, — აღნიშნეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ წლის დასაწყისში ერდოღანთან შეხვედრას გეგმავს. არსებული ცნობით, უფრო ადრე ორი ქვეყნის ლიდერები თურქეთის პრეზიდენტის განრიგის გამო ვერ შეხვდნენ. ერდოღანი ასევე აცხადებდა, რომ პუტინთან შეხვედრას და „მარცვლეულის გარიგების" განახლებაზე მოლაპარაკებებს გეგმავს.