ალიევის კონკურენტები: აზერბაიჯანის ცესკომ პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატი დაარეგისტრირა

ამ დროისთვის პრეზიდენტის პოსტზე სამი კანდიდატია რეგისტრირებული.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებად მილი მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატები ზაჰიდ ორუჯი და რაზი ნურულაევი დაარეგისტრირა.
ცესკომ სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილება პრეტენდენტების მხარდამჭერი ხელმოწერების შედეგების შემოწმების შემდეგ მიიღო, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
ორუჯი სოციალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია. მან თავისი კანდიდატურა თვითონ წამოაყენა. ის პრეზიდენტის არჩევნებში ორჯერ იყრიდა კენჭს (2013 და 2018 წლებში) და მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ხმების 3,12%.
ზაჰიდ ორუჯი
ნურულაევის კანდიდატურა წამოაყენა პარტია „ნაციონალურმა ფრონტმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, სადაც ამომრჩევლების ხმების 0,74% მოაგროვა.
რაზი ნურულაევი
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარდება.
აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კანდიდატურა ოფიციალურად 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დარეგისტრირდა. ის აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბიაჯანმა“ წარადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 17 ადამიანი მონაწილეობს, აქედან ხუთი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო 12 – დამოუკიდებელი კანდიდატია.
საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოს აზერბაიჯანში 2018 წლის აპრილში ჩატარდა.
2016 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში ჩატარდა რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლის შესახებ, სადაც 29 შესწორება შევიდა. აქედან ერთ–ერთი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ეხება – ის ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა. ანუ, შემდეგი არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წლეს უნდა ჩატარებულიყო.