მსოფლიო დღეს

მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა: ბოლო ცნობები იაპონიიდან

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ, რომელიც ახალ წელს მოხდა იაპონიის ნოტოს ნახევარკუნძულსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, 110 კაცს მიაღწია, იუწყება გამოცემა Kiodo.
ამასთან, არსებული ცნობით, დაშავებულია 516 ადამიანი, 211 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ახალი წლის პირველ დღეს დასავლეთ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 7,6 მაგნიტუდისა იყო. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ეს მიწისძვრა რეგიონში ყველაზე ძლიერი იყო1885 წლის შემდეგ.
1 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში, რეგიონში 87 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები, შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 32 ათასზე მეტი სახლი. ზოგიერთ რაიონში შეწყდა წყალმომარაგება და კომუნიკაცია, გზის საფარი განადგურებულია.
ისიკავას პრეფექტურაში 370 საევაკუაციო პუნქტია გახსნილი — ევაკუირებულთა რაოდენობა 31,4 ათას კაცს აღემატება.
წყარო: Kyodo